პარტია "საქართველოსთვის" წევრები აცახდებენ, რომ გიორგი გახარიას 2019 წლის 20 ივნისს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია.
ყოფილი პრემიერის გუნდის წარმომადგენელი, ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ გახარიამ ივანიშვილის ხელისუფლება 2021 წლის დასაწყისში დატოვა, ამიტომ გავრილოვის სისხლიანი ღამის გამოძიებაზე პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს.
ბრძანების გაცემასთან მიმართებით ჩვენ, მათ შორის, გახარიას ბევრჯერ უსაუბრია. გახარიას ბრძანება არ გაუცია და ეს სახალხო დამცველის ანგარიშშიც არის. მეტ სიახლეს მე ვერაფერს ვერ გეტყვით. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობდა. 2020 წლის ბოლოს, 2021 წლის დასაწყისში ჩვენ წამოვედით ხელისუფლებიდან. ეს გამოძიება სად წავიდა, რა შედეგამდე მივიდა, მე ამას ვერ გეტყვით, ეს "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა", - ამბობს ლილუაშვილი.