ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, აშშ-ს კონგრესში ჰელსინკის კომისიის მოსმენას გამოეხმაურა, რომელიც დღეს, 20 ივნისს უნდა გაიმართოს.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, დღევანდელ მოსმენაზე აშშ-ს კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში კვლავ იქნება საუბარი ე.წ „აგენტების კანონის“ შესახებ.
მისი თქმით, ჩვენი ხელისუფლების ქმედებების გამო საქართველო იქნება ერთ-ერთი მაგალითი, თუ როგორ ხდება ასეთი ავტორიტარული, რუსული ტიპის კანონების მიღება.
„სწორედ მსგავს კანონებს იყენებენ შემდგომში წინასაარჩევნო, თუ სხვა პერიოდებში, ოპონენტების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წინააღმდეგ.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ამგვარი კანონების ადგილი არ არის და როდესაც ეს ხდება, ეს არის პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რაც საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს“ - თქვა გიგი წერეთელმა