უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც კანონმდებელს კანონის მიღების გამო პრობლემებს უქმნიან და მითუმეტეს ბულინგის მსხვერპლი ხდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტტამა ირმა ზავრადაშვილის შეკითხვას: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის მიმართ დასმული შეკითხვისას განაცხადა.
„მე და ჩემ კოლეგებს საკმაოდ რთულ და დაძაბულ პირობებში გვიწევს ჩვენი ფუნქციის შესრულება. უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც კანონმდებელს კანონის მიღების გამო პრობლემებს უქმნიან და მითუმეტეს ბულინგის მსხვერპლი ხდება. რამდენად მოითხოვს რეაგირებას ის ფაქტი, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების ოჯახის წევრები, მათ შორის, არასრულწლოვნები, მოხუცები სერიოზული ბულინგის მსხვერპლი გახდნენ იმის გამო, რომ მათმა ოჯახის წევრმა მისი ფუნქცია შეასრულა ძალიან მაღალ დონეზე. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ის ცალმხრივი თუნდაც მედიასაშუალებებიდან გაშუქებული ფაქტები. თვლით თუ არა, რომ ამაზე გაცილებით უფრო მკაცრი რეაგირება უნდა იყოს, ვიდრე არის", - თქვა ზავრადაშვილმა.
ომბუდსმენმა ირმა ზავრადაშვილის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა, რომელიც შესაძლოა, პოლიტიკოსის ოჯახის წევრების წინააღმდეგ ხორციელდებოდეს, მიუღებელია.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბავშვები არ აგებენ პასუხს მშობლების გადაწყვეტილებებზე. არც ოჯახის წევრები აგებენ პასუხს, მაგალითად, ქალბატონ ირმას (ზავრადაშვილი) გადაწყვეტილებებზე. ქალბატონი ირმა აგებს პასუხს პოლიტიკურად თავის გადაწყვეტილებაზე და მან უნდა მიიღოს კრიტიკაც, მან უნდა უპასუხოს ამ კრიტიკას თავისი მოსაზრებებით. არაფერ შუაშია არც მისი შვილი, არც ოჯახის სხვა წევრი. ცალსახად ვგმობ ნებისმიერი ტიპის ბულინგს, რომელიც მიემართება ოჯახის წევრებს. განსაკუთრებით, თუ საუბარი არის ბავშვებზე, ეს აბსოლუტურად მიუღებელია“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.