"ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" წევრებს რცხვენიათ აშშ-ს მიერ დადებული სანქციების და ინფორმაციასაც ამიტომ მალავენ.
„ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან აშშ-ს ვიზების გაუქმების დამალვის მიზეზი არ ვიცი, ალბათ ესირცხვილებათ, რომ დასანქცირებულები არიან. არ ვიცი, ვერ გეტყვით, ვინ, რას ამბობს. „ქართულ ოცნებაში“ ორმაგი სტანდარტია, საკუთარ შვილებს და ოჯახის წევრებს ასწავლიან აშშ-ში, მათი ოჯახის წევრები მოქალაქეები არიან და ამ დროს, აშშ-ის წინააღმდეგ ღია აღვირახსნილი და ლანძღვის კამპანია მიმდინარეობს. ამიტომ, ეს არის ორმაგი სტანდარტი, ფარისევლობა და თაღლითობა. როდესაც საკუთარ შვილს კალიფორნიაში ან ჩიკაგოში აგზავნი, გინდა, რომ იქ ისწავლოს და დაამთავროს [უნივერსიტეტი] და საქართველოს მოქალაქეების შვილებს ტოვებ რუსეთში და იზოლაციაში, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.