"ლელოს" გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" იტყუება, როცა ამბობს, რომ სანქციები მათ მიმართ არ დაწესებულა.
მისი თქმით, სანქციების არსებობს ელჩმა დანიგანმაც დაადასტურა და ეს მხოლოდ დასაწყისია. კუპრაძე ამბობს, რომ სანქციები "ქარტული ოცნების" ლიდერების მიმართ კიდევ უფრო გამკაცრდება.
„ქართული ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ სანქციები არ დადებულა მათზე. ელჩმა დანიგანმა დაადასტურა, რომ სანქციების შესახებ მათ ინფორმაციაც მიუვიდათ. მალავენ იმ შედეგს, რისიც მათ ეშინოდათ და ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი, რაც დაანონსებულია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რომ იქნება მომდევნო ტალღები სანქციებისა, რომლებიც გადაიზრდება არა მხოლოდ სამგზავრო შეზღუდვებში, არამედ ფინანსურ სანქციებში, რისიც ყველაზე მეტად ეშნია „ქართულ ოცნებას“, - ამბობს კუპრაძე.
საქრათველოში ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ვიზების გაუქმების შესახებ შეტყობინენები "ოცნების" სანქცირებულ წევრებს უკვე მიუვიდათ. მათ კი, ვისაც ვიზა არ აქვს, თუ მის აღებას გადაწყვეტენ, საელჩოში აღმოაჩენენ, რომ სანქცირებულია. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ამ სიაში არიან „ქართული ოცნების“ წევრების ოჯახებიც.