ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ოპოზიციონერებზე, აქტივისტებსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ორგანიზებულ თავდასხმებს გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ჩვენ გვაქვს საქმე შეშინებულ რეჟიმთან, რომელიც არასდროს არ ყოფილა ისეთი სუსტი, როგორიც დღესაა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ თავისი სტანდარტითაც კი განსაკუთრებით ურიფრად მიმართავს სამარცხვინო ძალადობას.
„მათი ეს ხელწერა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ იმან, რაც ჩვენ ვიხილეთ საზოგადოების მონაწილეობით მთელი საქართველოს მასშტაბით, რა ნებაც მოქალაქეებმა გამოხატეს და რასაც ყოველდღე აწყდებიან მათთან შეხვედრისას, ამან განსაკუთრებით შეაშინა. ამ ვითარებაში კი ასეთ სამარცხვინო და უტიფარ ძალადობას მიიჩვენენ საკუთარ იარაღად.
ჩვენს ეს მხოლოდ მათ სისუსტედ უნდა აღვიქვათ, ყველაფერი მათი მარცხისკენ მიდის. მთავარია, ეს ლეგიტიმური ბრაზი არ გადაიზარდოს სასოწარკვეთაში, რადგან ასეთი სუსტები არასდროს არ ყოფილან. ახლა მხოლოდ ამაზე უნდა ვიფიქროთ და პროტესტის გაგრძელებაზე, განსაკუთრებით შემოდგომიდან აქტიურ ფაზაში გადასვლაზე.
არჩევნების დღის ჩათვლით ის ატმოსფერო უნდა გვქონდეს, რომელიც ვიხილეთ დიდ აქციებზე და ამ მკაფიო უმრავლესობის ნება უნდა გარდაიქმნას კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერაში.
არც ეს ძალადობა უშველით და არც რაიმე მსგავსი რამ“ - თქვა გიგა ბოკერიამ.