უნდა ჩამოყალიბდეს „ქართული ოცნება“, სანქციების არ ეშინია თუ სანქციები არ არსებობს, - ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმდჯომარენ ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ახლა სახის შენარჩნებას ცდილობს, თითქოს სანქციები არ აღელვებს, თუმცა ეს ასე არ არის.
„უნდა ჩამოყალიბდეს „ქართული ოცნება“, სანქციების არ ეშინია თუ სანქციები არ არსებობს. არსებობს კიდეც და ეშინიათ კიდეც. ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ ამ ხელისუფლების ბედი, მაგრამ საერთაშორისო შეფასება სრულიად ცხადია და კიდევ უფრო ცხადი, მკაფიო და ხისტი გახდება. საკუთარი თავის და მომხრეების გამხნევება, რომ რაღაც არ არსებობს ან არავის ეს არ აღელვებს, არის უბრალოდ, სახის შენარჩუნების მცდელობა. სახეს ვერ შეინარჩუნებ, როცა ის არ გაქვს, - ამბობს ნიკა გვარამია.
კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციები არ არსებობს.