საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია იყო.
საქართველოს პრეზიდენტი "დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი", - განაცხადა პრეზიდენტმა ბორელთან შეხვედრისას.