უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გლობალური მშვიდობის სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელებში წერს და შეხვედრის კადრებს აქვეყნებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და უსაფრთხოების გამოწვევები ორივე ქვეყნისთვის.
"მადლობა სამიტში მონაწილეობისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად ვართ. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის.
დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა უკრაინა და საქართველო ევროკავშირში იქნებიან - ერთად და სამუდამოდ," - აცხადებს ზელენსკი.