„დღეს, საქართველოში რუსული პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არის ივანიშვილის მთავრობა, რაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ ისინი დასანქცირებულიყვნენ აშშ-ის მხრიდან, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აშშ-ის ელჩის საქართველოში, დანიგანის განცხადებასთან დაკავშირებით.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კრემლის და ივანიშვილის პარტიის მესიჯები ერთი ერთში ემთხვევა, რადგან დღეს საქართველოს ჰყავს ღიად პრორუსული ხელისუფლება ,რომელიც უპირისპირდება დასავლეთს და ცდილობს, რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროატლანტიკური არჩევანი. დღეს, საქართველოში რუსული პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არის ივანიშვილის მთავრობა და მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიმართა ისეთ უკიდურეს ზომას მეგობრებთან ურთიერთობაში, როგორიც არის სანქციების დაწესება კონკრეტულად იმ პირებზე ,რომლებიც მათ შორის პროპაგანდის გამოყენებით და ასევე ძალადობით ცდილობენ, რომ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას და საქართველოს წაართვან ევროატლანტიკური არჩევანი,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.