ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ეხმიანება საქართველოში აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებას, რომელმაც ქართული ოცნების პარტნიორების წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე წუხილი გამოთქვა.
გიგი წერეთელი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ანტიდასავლური კამპანია უკიდურესად აზიანებს ურთიერთობებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვიკვირს ის რეაქციები, რომელიც არის სახელისუფლებო პოლიტიკის გამო ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. ანტიდასავლურ რიტორიკას და ქმედებას მოსდევს პასუხები და ჩვენ ეს ვნახეთ ამერიკის ხელუსუფლებისგან სანქციების და “მეგობარი” (megobari) აქტის სახით. ახლა კიდევ ერთი ძალიან მძიმე და მართლაც გულდასაწყვეტი განცხადება მოვისმინეთ, რომელიც ეფუძნება იმ რეალობას რაც არის. ანტიდასავლური, ანტიამერიკული რიტორიკა- ისეც გლობალური ომის პარტია და გაურკვეველი საფრთხეები, რომელიც ამერიკისგან მოდის, რაც უკიდურესად, ან კიდევ უფრო მეტად აზიანებს და აზარალებს ჩვენს ურთიერთობას ყველაზე ახლო და სტრატეგიულ პარტნიორთან".- აცხადებს გიგი წერეთელი.