როგორც პაპაშვილი ამბობს, მას შემდეგ, რაც მაღაზიაში “ქართული ოცნების“ დეპუტატს ბექა ოდიშარიას რუსი და მონა ეძახა, გარეთ გამოსულს სამი პირი ფიზიკურად გაუსწორდა, ერთ-ერთმა კი უთხრა, რომ ის ბექა ოდიშარიას შვილი იყო.
„მას დავუძახე თავისი სახელი, რომ ის არის რუსი მონა. დაცვა არ მაძლევდა საშუალებას, რომ ახლოს მივსულიყავი ამ რუს დეპუტატთან და როდესაც უკვე განიმუხტა სიტუაცია, გამოვედი გარეთ, რა დროსაც ჯერ ორნი იყვნენ და შემდეგ მესამე ადამიანიც დაემატა მათ, დამესხნენ თავს. დამაგდეს და ძირს დაგდებულს წიხლებით მირტყამდნენ, ამ დროსაც მოვასწარი ხელის აფარება სახეზე და დაზიანება შეძლეს მხოლოდ ზურგის და გვერდების არეში. ამაყად დააფიქსირა, რომ ბექა ოდიშარიას შვილი ვარო და სიამაყის კი არა, სირცხვილის გრძნობა უნდა გქონდეს, რომ ბექა ოდიშარიას შვილი ხარ,“ - ამბობს პაპაშვილი.
„ქართული ოცნების დეპუტატს, ბექა ოდიშარიას, აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა მონა და რუსი დაუძახა. ინციდენტი გუშინ საღამოს გორგასლის გამზირზე სუპერმარკეტ ფრესკოში მოხდა, ვიდეომასალაში, რომელსაც აქტივისტი თავად ავრცელებს, ისმის როგორ სთხოვს მოქალაქე „ქართული ოცნების“ დეპუტატს განმარტებებს რუსული კანონის მხარდაჭერის გამო.