გულწრფელად რომ გითხრათ, ამ ასაკში მარტივი არაა ამ ყველაფრის გაძლება, ყველა მეთოდს იყენებენ იმისთვის, რომ როგორღაც ნეიტრალიზება მოახდინონ ჩემი, ახალგაზრდების, - ამის შესახებ "რეაქციაში" აქტივისტმა ნიკო მანაგაძემ განაცხადა.
მანაგაძის თქმით, ხელისუფლება ყველა ხერხს მიმართავს, რომ ახალგაზრდების პროტესტი შეწყდეს.
მისი თქმით, მასზე მომხდარ ფიზიკურ ანგარიშსწორება არის საჩვენებელი დასჯის აქტი. მისივე თქმით, ის მიზანში ამოიღეს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრემიერმა მის შესახებ ისაუბრა.
„ესაა მათი მიზანი - დაწყებული სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რომელზეც გამოკითხვაზე დამიბარეს, ასევე ფიზიკური თავდასხმა, ანგარიშსწორება, პროპაგანდისტული სამთავრობო მედიის საშუალებებით მორალური ტერორი, რომელიც გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა, დაიწყო მას შერმდეგ, რაც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან ჩემი გვარი ატრიალა, ამის მერე დაიწყო მათი პროპაგანდისტული საშულებების მხრიდან კამპანიური შემოტევები , ყველა ხერხს მიმართეს, მაგრამ ნებისმიერი შემოტევა საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო გაძლიერებს და გმატებს საკუთარი თავის რწმენას, რაღაც ისეთს „უშავებ“ ამ რეჟიმს, რაც ძალიან აწუხებთ. როცა ეს ქმედებები, რასაც რეჟიმი მიმართავს, გადაგაქვს საკუთარ თავზე, კიდევ უფრო გმატებს ეს მოტივაციას, რომ იბრძოლო ამისთვის წერტილის დასასმელად, იმიტომ, რომ შენს თავზე გაქვს განცდილი, ეს თუ გაგრძელდა, ამან რა მასშტაბები შეიძლება მიიღოს და ამის მსხვერპლი გახდეს რამდენი ადამიანი, ეს ბრძოლა არის უკომპრომისო,“ - განაცხადა ნიკო მანაგაძემ.