ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთლის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ კობახიძის ბრალდება ევროკომისრის მიმართ სრულიად უსაფუძვლო და მავნებლური იყო.
„იმ სტანდარტებითაც კი, რაც აქვს დღეს ხელიუსფლებას, სუსსა და სხვა უწყებებს, ამ ამბავს არ მოჰყვა განვითარება და არ დაწყებულა გამოძიება, რადგან რეალურად ეს ქვეყნის რეპუტაციის დამაზიანებელია“ - თქვა გიგი წერეთელმა