"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ეხმიანება სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროკომისარის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად საკმარისი მტკიცებულებები არ არის.
ჯაფარიძის თქმით, სუს-ის შეფმა პრემიერს დასცინა.
„ჩვენ გუშინ ნათლად დავინახეთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ფაქტობრივად როგორ დასცინოდა ირაკლი კობახიძეს. როგორც ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძეზე იძახდა, რაც გინდათ ის დაუძახეთო, იგივე განწყობა აქვს ირაკლი კობახიძის მიმართ. შესაბამისად რას ვიღებთ ვხედავთ - ქვეყანა იღუპება, სწრაფი ნაბიჯებით უკან მიდის. ქვეყანა რუსეთისკენ მიდის, თუმცა ამას არ დავუშვებთ, ყველაფერი 26 ოქტომბერს დასრულდება"- თქვა ჯაფარიძემ.