სუს-ის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ გამოძიების დასაწყებად საკმარისი მტკიცებულებები არ იყო პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომ თითქოს ევროკომისარი მას სატელეფონო საუბრისას დაემუქრა.
პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას ლილუაშვილმა ვარჰეის ნათქვამს. "მეგობრული გაფრთხილება" უწოდა
"უწყება თავად წყვეტს არის თუ არა სისხლისსამართლებრივი ნიშნები ამა თუ იმ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაითვალა, რომ საკმარისად არ არის სისხლის სამართლებრივი დევნის... გამოძიების დასაწყებად არაა სათანადო მტკიცებულებები". კითხვაზე, იტყუებოდა თუ არა ქვეყნის პირველი პირი? - ლილუაშვილი პასუხობს: "პრემიერმა ბრძანა, რომ მან [ოლივერ ვარჰეიმ] გამაფრთხილა მეგობრულად, რათა მიმეღო უსაფრთხოების ზომები, ეს პირდაპირ მუქარად ჩაითვალა?"
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკომისარი მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა. ამასთან, მოგვიანებით, განაცხადა, რომ თუკი რომელიმე ქვეყანა დაინტერესდებ-ფა, მზად იყო, გამოძიებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.