„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს არანაირი საფუძველი არ მიუცია, რომ არჩევნებში ხეოლმეორედ მონაწილეობის შემთხვევაში მის კანდიდატურას მხარი დაუჭიროს.
„ჩემთვის ჯერ ქალბატონ სალომეს არ მოუცია იმის საფუძველი, რომ მე ვიბრძოდე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ვხედავ ეფექტურად გამოყენებას იმ რესურსების, რომელიც ქალბატონი სალომეს ხელშია და რომლის გამოყენებაც მას შეუძლია. მაგალითად, შეწყალების ინსტრუმენტი. მაგალითად, უფრო სერიოზულ თემებზე დისკუსიის მოწყობა, ვიდრე, პირობითად, რაღაც ქარტიის წარმოდგენაა, რომელიც ორ კვირაში არავის არ ახსოვს. "მე კარგი ვარ და მოდი მხარი დამიჭირე", ასე მხარს ჩვენ არავის არ ვუჭერთ. კონკრეტული კითხვები გვაქვს და როდესაც მხარს უჭერ ვინმეს, მის მომავალ ქმედებებზე იღებ პასუხისმგებლობას. ამასთან დაკავშირებით ლაპარაკის გარეშე პირდაპირი მხარდაჭერა არასერიოზული იქნება. ჩვენ არც საკუთარ თავს ვაკადრებთ ამას და არც პრეზიდენტს", - ამბობს ხვიჩია.
სალომე ზურაბიშვილი გუშინ ახალგაზრდებს შეხვდა. მან შეხვედრაზე ახალგაზრდებს მიმართა: „თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი თუ ვიქნები, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები“.