სალომე ზურაბიშვილს ვერ გაუგია, პოლიტიკაში დარჩეს თუ რა გააკეთოს. კარგად ხედავს, რომ არც ოპოზიციაში იღებენ და არც პრეზიდენტობის სხვა შანსი აქვს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი იმ არაჯანსაღ ამბიციებს ავლენს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ამ ადამიანმა ჯერ რაიონისა და რომელიმე სოფლის გამგებლის არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა და შემდეგ ჰქონდეს პრეტენზია პრეზიდენტობაზე. მან ხომ კარგად იცის, პრეზიდენტის თანამდებობაზე რომელი ხალხის მიერ არის დასმული. სამწუხაროდ, ამ არაჯანსაღ ამბიციას ქვეყნისთვის არაჯანსაღი ამბიცია მოსდევს. საბედნიეროდ, მას მართვა არ აქვს ჩაბარებული. სჯობს, არაჯანსაღი ამბიციები შეამციროს. ვერ გაუგია, პოლიტიკაში დარჩეს თუ რა გააკეთოს. კარგად ხედავს, რომ არც ოპოზიციაში იღებენ და არც სხვა შანსი აქვს პრეზიდენტობის. მისი განცხადება ასეთია – სადმე მაინც დამტოვეთ, უმუშევარს ნუ დამტოვებთო. მას საქართველო არ უყვარს, სჯობს, სულელურ განცხადებებს თავი დაანებოს და ვადის ამოწურვას დაელოდოს“, – განაცხადა გურამ მაჭაფრაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი გუშინ ახალგაზრდებს შეხვდა. მან შეხვედრაზე ახალგაზრდებს მიმართა: „თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი თუ ვიქნები, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები“.