თქვენი მოწოდების შემდგომ, ერთ საათში, თქვენივე ზონდერები დაესხნენ ამ ადამიანს თავს - ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარეს სალვა პაპუაშვილს.
აქუბარდიამ პაპუაშვილი ახლაგაზრდებზე ძალადობის ორგანიზებაში დაადანაშაულა და უთხრა, რომ ზუკა ბერძენიშვილზე ძალადობა მისი წახალისებულია.
შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიამ
პარლამენტის თავმჯდომარეს თეონა აქუბარდიამ ნაცემი ბერძენიშვილის ფოტო აჩვენა და უთხრა, რომ მას "ახალგაზრდების სისხლში აქვს ხელი გათხვრილი".
"ტერორი, რომელიც თქვენ მოაწყვეთ, აუცილებლად იქნება ამაზე შესაბამისი პასუხი გაცემული, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მოხდება, უბრალოდ ახალგაზრდა კაცმა ამ სინდისით უნდა იაროთ, რომ ახალგაზრდების სისხლში თქვენ პირადად გაქვთ ხელი გათხვრილი, იმიტომ, რომ თქვენი მოწოდების შემდგომ, ერთ საათში, თქვენივე ზონდერები დაესხნენ ამ ადამიანს თავს".- განაცხადა აქუბარდიამ
პაპუაშვილმა აღნიშნულს ტყუილი უწოდა.
„სამარცხვინო ტყუილები, რომელიც თქვენგან ისმოდა, რა მოწოდებაზე, არც გრცხვენიათ და დიახ, როდესაც ტერორით დაკავებულები არიან ორგანიზაციები და კონკრეტულად ეს ადამიანი, ორგანიზაცია "სირცხვილია", ჯემნიუსი, თქვენ კოლეგებს რომ კეფაში ტყვიით ემუქრებოდნენ და თქვენ რომ ტაშს უკრავდით ამ ადამიანებს, აი ამას დაუფიქრდით თუ შეიძლება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და სწორედ ამას ეხებოდა მათ შორის ეს საკითხი და რა თქმა უნდა, ყველა ვინც ტერორში იქნება ჩართული, ყველას ვამხელთ, თავისთავად, განსაკუთრებით იმ მხრივ, როცა ორგანიზაციები რომლებიც დაფინანსებას იღებენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ხალხი, რომელიც ხელფასს იღებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ჯემნიუსის ჟურნალისტი რომელიც დეპუტატებს კეფაში ტყვიით ემუქრებოდა საჯაროდ, სირცხვილიას ეს ორი თანამშრომელი, რომლებიც ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს, ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ, გრასის თუ ფაქტჩეკის თანამშრომელი, რომელიც თავს დაესხა პარლამენტის წევრს და შეურაცხყოფას აყენებდა მას. რამდენჯერმე, უკვე რამდენი ხანია ველი, რომ გაემიჯნება ამას ევროკავშირის შესაბამისი ფონდი იქნება თუ რომელიმე ქვეყანა, რომელიც ამ ფონში ფულს რიცხავს, თუ ევროკავშირის კომისია თავად, ვინც თავად აფინანსებს ამ ფონდს, ვერც ერთი განცხადება ვერ ვნახე ამ ძალადობისგან, ტერორისგან გამიჯვნისა", - თქვა პაპუაშვილმა.
დღეს სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ.
ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები პარლამენტის წევრებს ემუქრებიან და შეურაცხყოფას აყენებენ.