პრობლემა ბიჭებო, თქვენს მართველობაშია, პრობლემა ბიჭებო, თქვენს არასწორ, უსამართლო დამოკიდებულებაშია," - "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს ამ მიმართა.
ზარქუა ბაიდენს და მაკრონს აფრთხილებს, რომ თუ ამ დამოკიდებულებას არ შეცვლიან, პრობლემები მათ ქვეყნებში შეექმნებათ.
პრობლემა ბიჭებო, თქვენს მმართველობაშია, პრობლემა ბიჭებო, თქვენს არასწორ, უსამართლო დამოკიდებულებაშია სხვა ქვეყნების მიმართ. მგონი ეს უნდა გამოასწოროთ, თორემ საფრანგეთშიც პრობლემა იქნება მალე. იქ კიდე ტრამპი მოდის მისტერ ბაიდენ, ასე რომ კარგად დაფიქრდით," - თქვა ზარქუამ.