ჩემი ერთადერთი ამბიცია არის სარგებლობა მოვუტანო ჩვენს ქვეყანას, რომელიც ძალიან მიყვარს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი X-ში წერს.
„საკანონმდებლო არჩევნები 30 ივნისსა და 7 ივლისს გაიმართება.
მე მჯერა ფრანგი ხალხის შესაძლებლობების, გააკეთოს ყველაზე სამართლიანი არჩევანი თავისი თავისთვის და მომავალი თაობებისთვის.
ჩემი ერთადერთი ამბიცია არის სარგებლობა მოვუტანო ჩვენს ქვეყანას, რომელიც ძალიან მიყვარს“, - წერს ემანუელ მაკრონი.
შეგახსენებთ, საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შედეგ, რომელშიც გამარჯვება მარინ ლე პენის პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ (RN) მოიპოვა, მაკრონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.