ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს საკუთარი სახლის ეზოში, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 
დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა. 
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.