ბატონო პრემიერო, თუ თქვენ ეძებთ თქვენს მტრებს, გაიხედე ჩრდილოეთისკენ, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი სოციალურ ქსელში წერს. ის MEGOBARI აქტზე პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება.
"ბატონო პრემიერო, თუ თქვენ ეძებთ თქვენს მტრებს, გაიხედე ჩრდილოეთისკენ, სადაც რუსული ჯარები აგრძელებენ ოკუპაციას, მუქარასა და დაპატიმრებას. თქვენი მეგობრები თქვენს შორის არიან, მუშაობენ, რომ დაგეხმარონ დასავლეთთან შეერთებაში, ოცნებასთან, რომელსაც ყოველი ტყუილითა და შეურაცხყოფით აშორებთ", - წერს იან კელი.
ირაკლი კობახიძემ MEGOBARI აქტზე საუბრისას განაცხადა: „მე ამ კანონს ვუწოდებდი - „დაუდზინებელი აქტი“, ასეთი სათაური უფრო მოუხდებოდა ამ კანონს.“