„ქართული ოცნების” საქმე დამთავრებულია და ძალიან მნიშვნელოვანია ეს სანქციები კიდევ ქართული ოცნების შიგნით რღვევის კუთხით... არ არიან ბოლომდე დარწმუნებული ივანიშვილის ფიცში, რომ ივანიშვილი მათ დაიცავთ და ეს უკვე ჩანს“ - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ტვპირველის ეთერში განაცხადა..
„ღიად იყო პასუხი მათ შორის მერი კახი კალაძისთვის, რომ ამბობდა, რატომ უნდა დამასანქცირონო, თუ რატომ დაასანქცირეს ქართული ოცნების წევრები, დეპუტატები თუ მათ შორის პოლიციელები - ეს იყო როგორც დემოკრატიის, ასევე მათ შორის რუსული კანონის, მათ შორის ადამიანის უფლებების და განსაკუთრებით ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის მიზეზით, შესაბამისად, თუ რაიმე კითხვა ჰქონდა კახი კალაძეს აგერ პასუხი მიიღო სახდეპისგან, 4 მიზეზი, რის გამოც დასანქცირდა ქართული ოცნება,“ - განაცხადა აქუბარდიამ.
აქუბარდიას შეფასებით, სახდეპის სანქციები ქართველი ხალხის გვერდში დგომის დადასტურებაა.
„ნამდვილად არ მიხარია ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ეს საქართველოზე აისახება ძალიან მძიმე, მაგრამ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი სცადა იმისთვის, რომ აქამდე მისულიყო ეს ვითარება და სტრატეგიულ პარტნიორს, რომელთანაც ბოლო 30 წელია საქართველოს აკავშირებს მეგობრობა და რომლის დახმარებითაც გვედგა სული აქამდე, როგორც ეკონომიკურად, დემოკრატიის კუთხით და უსაფრთხოების, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ოკუპირებული ქვეყნისთვის და როცა სახეზეა ის, რომ სტრატეგიული პარტნიორების შეჩერება არის მეგობარი აქტით გადაწყვეტილი იმ შემთხვევაში თუ ქარული ოცნება გააგრძელებს ავტორიტარიზმისკენ სვლას და როდესაც დაფინანსებს ბიუჯეტში აღარ წამოვა და მათ შორის თავდაცვისუნარიანობას დაარტყამს, კეთილდღეობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ამაზე ცალსახად არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა,“ - თქვა აქუბარდიამ.