ვიმედოვნებთ, საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს, რათა წინ წასწიონ ქვეყნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფება ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს, რათა წინ წასწიონ მათი ქვეყნის დიდი ხნის, დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფება. მაგრამ თუ ასე არ მოხდება, აშშ მზადაა, გაატაროს დამატებითი ქმედებები“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
დღეს სახელმწიფო დეპარტამენტმა აგენტების კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა.
მეთიუ მილერის თქმით, სახდეპის მიერ გამოცხადებული სანქციები "ქართული ოცნების" დეპუტატებს, მათ ოჯახის წევრებს, პოლიციელებს და კერძო პირებს შეეხება.
ცნობილია, რომ სავიზო სანქციები დაუწესდა 24-დან 36 პირს, თუმცა კონკრეტული სია ჯერ არ გასაჯაროვებულა.