შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, სახდეპის მიერ გამოცხადებული სანქციები "ქართული ოცნების" დეპუტატებს, მათ ოჯახის წევრებს და პოლიციელებს შეეხება.
ცნობილია, რომ სავიზო სანქციები დაუწესდა 24-დან 36 პირს, თუმცა კონკრეტული სია ჯერ არ გასაჯაროვებულა.
აშშ-ის სახდეპმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობისთვის, ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა.სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და ის შეეხება „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოში „ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ქმედებებით. ეს მოქმედებები აზიანებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვებისთვის ათობით ქართველი პირისთვის.
სანქციები მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილენი არიან და მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შელახვა, მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივი თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება. საქართველოს ხელისუფლების დავალებით”, – განაცხადა მილერმა.