ამოვძირკვავთ ისეთ სარეველებს, როგორებიცაა ჩხიკვაძე, საბანაძე, ეს სოროსის დაფინანსებულ გოჭუნიებს, სულგაყიდულ არასამთავრობოებს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, როდესაც შალვა ნათელაშვილს დააწერინებ მოსაზრებას და იმას ააკრავ ქართველი ხალხის და ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს, ეს განსხვავებულ რაღაცაზე მეტყველებს.
“შალვა ნათელაშვილს, 0 პროცენტიან კლოუნს რომ დააწერინებ და დააჯღაბნინებ ბლანკზე რაღაც მოსაზრებას, რომლის ტიტულატურაშიც ფანჩატურია გამოსახული და იმას ააკრავ ქართველი ხალხის და ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს, ეს უკვე რაღაც განსხვავებულ რაღაცასთან გვაქვს საქმე. ვერ დაუწესებენ სანქციებს ქართველ ხალხს. ამოვძირკვავთ ისეთ სარეველებს, როგორებიცაა ჩხიკვაძე, საბანაძე, ეს სოროსის დაფინანსებულ გოჭუნიებს, სულგაყიდულ არასამთავრობოებს.“ - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.