საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენას ეხმიანება.
„ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორ მეორდება ჩვენი ქვეყნის ისტორია – შიდა მტრები სწორედ ასე ყიდდნენ სამშობლოს, უფრო სწორად ეს სამშობლოს გაყიდვის რაღაც სხვა, თითქოს უფრო თანამედროვე და ამაზრზენი ფორმაა“, – წერს წილოსანი.
აშშ-ის კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე, ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში, ნატალია საბანაძე სიტყვით გამოვიდნენ.