აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერს ბრიფინგზე შეკითხვა დაუსვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის ბრალდებასთან დაკავშირებით.თითქოს აშშ-ს საქართველოში "მაიდანის სცენარის" განხორციელება სურს.
მილერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ხალხის მიერ წინააღმდეგობის გამოხატვა იყო. მისი თქმით, ამ ყველაფერთან აშშ-ს საერთო არაფერი აქვს. მან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს“ კრემლის მიერ მხარდაჭერილი უწოდა.
"პასუხი, რომელიც კრემლის დეზინფორმაციაზე გაგეცით, აქაც გამოდგება. რაც საქართველოში ვიხილეთ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, არის საქართველოს მთავრობის მიერ კრემლის მხარდაჭერილი კანონის მიღების წინააღმდეგ ქართველი ხალხის მხრიდან საკუთარი ნებისა და წინააღმდეგობის გამოხატვა. ეს არაფერ შუაშია შეერთებულ შტატებთან. ეს არის ქართველი ხალხის მიერ თავიანთი შეხედულების გამოხატვა." - თქვა მილერმა.