ოკუპირებულ ქვეყანაში იმის თქმა, რომ რუსეთისკენ მივდივართ, უხერხული იყო, ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიფიქრა აბსურდი, ღირსებით ჩინეთისკენ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„წინ, ღირსებით ჩინეთისკენ, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ქართველი ადამიანისთვის. შეიძლება ყველაფრისკენ წინ გვითხრან, მაგრამ წინ, ღირსებით ჩინეთისკენ, არასდროს ყოფილა მომზიდველი მესიჯი საქართველოში. ამას კომუნისტები აკეთებდნენ და ქართველი პოეტები ჩინეთზე ლექსს წერდნენ კომუნისტების შეკვეთით, მაგრამ ეს დღეს ცოტა არარეალისტურია. ეს ყველაფერი წინასაარჩევნო ტრიუკებია. ოკუპირებულ ქვეყანაში იმის თქმა, რომ რუსეთისკენ მივდივართ, უხერხული იყო, ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ აბსურდი მოიფიქრა და თქვა, ღირსებით ჩინეთისკენ. ამას ქართველი ხალხი არ აჰყვება. ჩინეთისკენ ქვეყნის ტარება კიდევ უფრო მცდარია, ვიდრე რუსეთისკენ, რათა იფიქრო, ამაში საზოგადოება აგყვება“, – აღნიშნა ხვიჩამ.