ხატია დეკანოიძისთვის ალბათ თავისი ქვეყნის სიყვარულზე უფრო მნიშვნელოვანი არის რომელიმე ქვეყნის ვიზა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ დეკანოიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, არასერიოზულია.
ხატია დეკანოიძემ დღეს განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ კონკრეტული წარმომადგენლების ოჯახის წევრებს უკვე მისდით შეტყობინებები ვიზების გაუქმების შესახებ.
წილოსანის თქმით, დეკანოიძე ამორალური ადამიანია.
"ხატია დეკანოიძე არის ამორალური ადამიანი.ხატია დეკანოიძისთვის ალბათ თავისი ქვეყნის სიყვარულზე უფრო მნიშვნელოვანი არის რომელიმე ქვეყნის ვიზა და ამიტომ, რაზეც ის ნერვიულობს შეუძლია, რომ ინერვიულოს ბოლომდე. ეს სწორედაც, რომ ქვეყნის მტრობისთვის აუცილებლად გამოუტანენ განაჩენს. არასერიოზულ ბრალდებაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს" - ამბობს ნინო წილოსანი.