ძალადობის მიმართ შეუწყნარებლები ვართ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
შოლცის განცხადებას გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი ავრცელებს.
„ბოლო დროს იზრდება პოლიტიკური შუღლი და თავდასხმები. სიძულვილისა და ძალადობის მიმართ შეუწყნარებლები ვართ. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია. მათი ხმა უშეცდომოდ უნდა იქნეს გაგებული“, - აცხადებს ოლაფ შოლცი.