„გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მატერიალური მტკიცებულებებიც კი ადასტურებს, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა - ბანდიტიზმი ივანიშვილის პარტიის დავალებით. რუსული კანონი უკვე მოქმედებაშია.“- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ
ლაშა ფარულავას განცხადებით, ჯგუფი, რომელიც ენმ-ის ოფისს თავს დაესხა, ბიძინა ივანიშვილის არის შექმნილი.
„გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მატერიალური მტკიცებულებებიც კი ადასტურებს, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა ფაქტობრივად ბანდიტიზმი, ის რაც ჩაიდინა ივანიშვილის პარტიამ და, რა თქმა უნდა, მისი შექმნილია ეს ორგანიზებული ჯგუფი, მისი ხელმძღვანელობით, მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებით დაგვესხნენ თავს და ფაქტობრივად დაარბიეს ჩვენი სამუშაო ოფისი, ცენტრალური ოფისი და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსული კანონი არის მოქმედებაში.“ -განაცხადა ლაშა ფარულავამ.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.