ვგმობთ ძალადობას, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებს „ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„პირადად მე და ჩვენი გუნდი, რა თქმა უნდა, ვგმობთ ძალადობას. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოხდება. სამწუხაროდ, ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ, ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები და რითი იყვნენ შეიარაღებულნი. თუმცა, გარწმუნებთ, სამართალდამცველები ამაზე რეაგირებას მოახდენენ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.