საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ლევან მაჭავარიანს ჟურნალისტებს კითხვა დაუსვეს სხვადასხვა ოფისთან და საცხოვრებელ სახლებთან დატოვებულ წარწერებზე, რაზეც მან აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლების ხელწერა არ არის.
„შეგახსენებთ, სამწუხაროდ, რუსეთის გარდა, ამას წლების განმავლობაში აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს რომ მოსაწონი არ იყო, ამიტომ არ არის „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში და ვერასდროს ვერ მობრუნდება. ეს ჩვენი ხელწერა არ არის. ჩვენ მმართველობაში ვართ, უკვე 12 წელია. 12 წლის განმავლობაში ჩვენი ხელწერა ეს არასდროს ყოფილა და არასდროს იქნება. რაღაც თემები თუ არის, რომელიც კითხვის ნიშანს ბადებს საზოგადოებაში, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სამართალდამცავი უწყებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით რეაგირებას მოახდენენ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.