საქართველოს პრემეირმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პოლიციის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე არაფერი ესაქმებოდა.
"რაც შეეხება პრეზიდენტის არყოფნას ამ ღონისძიებაზე {პოლიციის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე}, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია იმ პირობებში, როდესაც, მაგალითად, მან შეიწყალა ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა, რა თქმა უნდა, მას არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, დღევანდელ დღეს ყოფილიყო აქ.
ამას მე არ ვწყვეტ, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიება, მაგრამ აბსოლუტურად ალოგიკური იქნებოდა ამ ღონისძიებაზე იმ ადამიანის დასწრება, რომელმაც შეიწყალა კონკრეტული პატიმარი, რომელიც, შეგახსენებთ, ცდილობდა, ერთ-ერთი პოლიციელის ცოცხლად დაწვას ამის გარდა, გახსოვთ მისი განცხადებები გასული კვირების განმავლობაში პოლიციასთან მიმართებით ეს იყო აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი განცხადებები, აქედან გამომდინარე, დღეს არაფერი ესაქმებოდა, ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილს ამ ღონისძიებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.