ეს იყო ფანტაზია მომავლის თემაზე, - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა საქართველოს პრემიერს, ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა და თქვა, რომ 2030 წლისთვის "აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან" ევროკავშირში შესვლის შესახებ კომენტარი "ფანტაზიაა მომავლის თემაზე".
"ორი სუვერენული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავიანთი სათქმელი მთლიანად თქვეს. რამდენადაც ეს იყო ფანტაზია მომავლის თემაზე, მოდით, ასევე ვუპასუხოთ. თუ იქნება ქმედებები, რომლებზეც პასუხის გაცემა პრაქტიკული თვალსაზრისით იქნება შესაძლებელი - ამის კეთება ჩვენც შეგვიძლია".
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრისას თქვა, რომ "ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრები არ არიან".
"იქ არიან ქვეყნები, რომლებიც ემორჩილებიან გარკვეულ "ნარატივებს", მბრძანებლობით-ადმინისტრაციულ სისტემას. ისინი საკუთარ ეკონომიკაზე თავისივე გადაწყვეტილებების დესტრუქციული შედეგებით დაღლილები არიან, ისინი თავდაპირველად რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. თუმცა, ვერაფეის აკეთებენ. მათ აიძულებენ, ანტირუსული ზომების მიღება განაგრძონ". - თქვა ზახაროვამ.