მისი ადგილი საზოგადოებაში არ არის. მისი ადგილი არის ციხეში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ისზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მუქარაზე.
"მესმის ახლა, რომ ნერვული ფხაკურები აქვს ახლა და კუდის მოქნევას ცდილობს. შეეგუოს იმას, რომ მისი ადგილი არის საპატიმროში. ის არის საზოგადოებისთვის საშიში. შეხედეთ მას, მის ლექსიკას მოუსმინეთ, მის მანერებს და მიხვდებით, რომ ის არ არის ნორმალური.
ეს ადამიანი წარმოადგენს ძალადობრივი რეჟიმის ძალადობრივ სახეს, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ მისი მხრიდან ასეთი დამოკიდებულება.
ჩემი შვილიც ბევრჯერ ამ მშვიდობიან აქციაზე მონაწილეობას იღებს და ე.ი. მისი უსაფრთხოება ამ არანორმალურს უნდა ევალოს? ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, კაციჭამია", - ამბობს ხაბეიშვილი.
"მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. სია გვაქვს, გაჩვენებ ცოტა ხანში", - უთხრა ხარაზიშვილმა დღეს ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ყველა თავის თავს სცემს. „ყველა ცემს თავის თავს, არავინ არავის არ სცემს, ხაბეიშვილს უარესი [ელოდება]", - თქვა ზვიად ხარაზიშვილმა.