არა "რუსულ" კანონს და არა ოკუპანტის რეჟიმს ჩემს უძვირფასეს სამშობლოში! - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი.
"ერთერთი ისტორიული მნიშვნელობის დილა თენდება!!! ვეტოს გადალახვის დღე!!!
კიდევ ერთხელ მსურს დავაფიქსირო ჩემი, როგორც უბრალოდ რიგითი მოქალაქის და ამავდროულად საქართველოს ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის და გაეროს იუნისეფის კეთილი ნების ელჩის ხმა: არა "რუსულ" კანონს და არა ოკუპანტის რეჟიმს ჩემს უძვირფასეს სამშობლოში!!! დიდება დამოუკიდებელ საქართველოს, თავისუფალ, პრო-ევროპულ და პრო-დასავლურ კურსს!!!
წარმატება დემოკრატიას, პლურალიზმს და საამაყო ევროპულ მომავალს!!!
ბოროტებასთან სიკეთის ბრძოლის ეპიცენტრიდან - უკრაინიდან!🇬🇪🇪🇺🇺🇦" - წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში