"ეს არის ერთი პოლიტიკური გუნდი, ფაშისტები, რომლებიც ლიბერალიზმის ნიღბით არიან შენიღბული," - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი აზრით, პრეზიდენტი და ოპოზიცია ერთ ფლანგზე იბრძვიან.
„არიან ერთი გუნდი, ერთი ხელით იმართება და ამ ყველაფრის დამდასტურებელი არის ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გაჟღერებული პრეზიდენტის მხრიდან. ეს რომ მოგვენდომებინა, შეიძლება ვერ გაგვეკეთებინა და ნამდვილად მისასალმებელია ის, რომ ისინი ერთ პლატფორმაზე არიან წარმოდგენილი. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის ერთი პოლიტიკური გუნდი, ფაშისტები, რომლებიც ლიბერალიზმის ნიღბით არიან შენიღბული,“ - თქვა კალაძემ.