დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარემ, სენატორმა ალექსეი პუშკოვმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის "მთავარი უცხოელი აგენტი" უწოდა.
"საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში უცხოეთის მთავარი აგენტია, რომელიც დიდი ხანი და გაცნობიერებულად მუშაობს ქვეყნის საგარეო ძალების დამორჩილებისთვის. ამ მიზეზით გამოვიდა უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ: ეს კანონი თავისი შინაარსით თავად მას ეხება, თავისი ვექტორით კი მისი საქმიანობის წინააღმდეგაა მიმართული." – დაწერა პუშკოვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე.
რუსი სენატორის გამოეხმაურა საქართველოს პრემიერომინისტრ. ირაკლი კობახიძის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მოღალატეა.
ირაკლი კონახიძის თქმით, პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, შესაძლებელი გახდა გასული 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება.