ეს უკანასკნელი 26 მაისია, რომელსაც საკუთარი მთავრობისგან თავზე ლაფის დასხმით ხვდება ჩვენი ერი - პარტია "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვას 26 მაისის ღონისძიებაზე.
"მსგავსი სამარცხვინო სიტყვა, როგორიც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ თქვა დღეს, არ მახსენდება.
ქართული ჯარის წინაშე საკუთარი სახელმწიფო დაადანაშაულა ისევ ომში.
აუცილებლად უნდა გასამართლდეს სახელმწიფო ღალატისთვის რუსული რეჟიმი.
საერთაშორისო სანქციების დაწესება სწორია, მაგრამ დამოუკიდებელმა
ქართულმა მართლმსაჯულებამ უნდა გამოუტანოს ამ მოღალატე რეჟიმს საბოლოო განაჩენი.
ეს უკანასკნელი 26 მაისია, რომელსაც საკუთარი მთავრობისგან თავზე ლაფის დასხმით ხვდება ჩვენი ერი", - წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.