თუ ჩემი ქვეყნის და ოჯახის სიყვარულისთვის მასანქცირებენ, დამასანქცირონ - აცხადებს BMG-სთან საუბრისას, "ქართული ოცნების" დეპუტატი გრეტა წიწავა.
"გამაოგნებელი იყო [ენტონი ბლინკენის განცხადება] ნამდვილად, როდესაც ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი მეორე ქვეყნის უმრავლესობის მხრიდან არჩეულ დეპუტატს მიუთითებს, თუ რა კანონი უნდა მიიღოს. მეორე უფრო შემაშფოთებელი იყო, როდესაც ოჯახის წევრების, კარის მეზობლების დასანქცირებაზე იყო საუბარი... მე საერთოდ საქართველოში ვისვენებ ყოველთვის... ნუ, ოფიციალური ვიზიტი თუ არის მაშინ ვმოგზაურობ... არ არის პრობლემა, თუ ჩემი ქვეყნის და ჩემი ოჯახის სიყვარულის გულისთვის ვინმე მასანქცირებს, დამასანქციროს" - ამბობს წიწავა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა. იგი ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებსა და აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვას.