პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სავიზიო შეზღუდვებს ეხმიანება.
"მოკლედ, თუკი საკითხი ასე დგას:
ქვეყნის ინტერესების დათმობა ან სანქციები.
პასუხი ერთმნიშვნელოვანია - ვამაყობ რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას", - წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა. იგი ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებსა და აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვას.