სანქცირებით ვერავის შეაშინებენ, ჩვენ არ გავცვლით და არ ვივაჭრებთ ქვეყნის ინტერესებით. მზად ვართ, რომ საქართველოს ინტერესები დავიცვათ, - აცხადებს "ხალხის ძალის" წევრი დავით კაჭარავა აცხადებს.
"წარმოუდგენელი რაღაც ხდება – ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას აშანტაჟებენ და ემუქრებიან სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ. ეს არის შანტაჟი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რაც მიუღებელია. ჩვენ არცერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებთ, არც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობას. ჩვენი ქვეყნის ისტორია გვასწავლის, რომ ბევრმა ადამიანმა თავისი ქვეყნისთვის თავი გაწირა. ამიტომ, ჩვენ ეროვნული პოზიცია გვიჭირავს, ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ. მზად ვართ, ეს გზა გავაგრძელოთ. მთავარია, რომ ჩვენ მართლები ვართ და ბოლომდე ასე ვივლით. მსოფლიოს მასშტაბით მსგავსი კანონპროექტების მიღება ხდება და ჩვენს ქვეყანაში ქირურგიულ ჩარევებს არ მივიღებთ. ვეტოსაც დავძლევთ და წინ გადავდგამთ ნაბიჯებს. სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული და არა შანტაჟზე. მზად ვართ, მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე და არა შანტაჟზე. სანქცირებით ვერავის შეაშინებენ, ჩვენ არ გავცვლით და არ ვივაჭრებთ ქვეყნის ინტერესებით. მზად ვართ, რომ საქართველოს ინტერესები დავიცვათ“, – განაცხადა კაჭარავამ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა. იგი ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებსა და აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვას.