რუსული კანონის ვეტოს დაძლევით, ამ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე ბოროტმოქმედება ფორმდება, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
გადამწყვეტი მომენტია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს პარტნიორებს საჯაროდაც და როგორც ვიცი, არასაჯაროდაც, გაცხადებული აქვთ, რომ ეს ძალიან დიდ რისკებს შეიცავს ჩვენი დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების დასანქცირების. შეიძლება, ახლა მათ უფრო მეტად “ქართული ოცნების”, სუს-ის ან ვიღაცის ეშინიათ, ამიტომ მზად არიან, საკუთარი თავის, ოჯახის წევრების და ქვეყნის ინტერესებიც ყველაფერს შესწირონ.
რუსული კანონის ვეტოს დაძლევით ხდება ამ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე ბოროტმოქმედების გაფორმება და ამის შემდეგ, ჩვენ ვხდებით სხვანაირი ქვეყანა - სადაც ვიზალიბერალიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშაა, ჩვენი პარლამენტის ყველა წევრი სანქცირებულია და მხოლოდ რუსეთში და ირანში დადიან, სხვაგან სიარული არ შეუძლიათ. ქართველ ხალხს გვაქვს ყველაფერი იმისთვის, რათა გავიაზროთ, რომ რაღაც უნდა შევცვალოთ და სერიოზულად ვიფიქროთ, როგორ დავასრულოთ ერთპიროვნული მმართველობა, ვისიც არ უნდა იყოს ის," - ამბობს იაგო ხვიჩია.