ვენეციის კომისიამ ჩვენი, გირჩის პოზიცია გაიმეორა და თქვა, რომ ეს კანონი გაიწვიეთ და თუ ძალიან გინდათ რეგულირება, მაშინ ლობიზმი დაარეგულირეთო, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
"ვენეციის კომისიამ ჩვენი, გირჩის პოზიცია გაიმეორა და თქვა, რომ ეს კანონი გაიწვიეთ და თუ ძალიან გინდათ რეგულირება, მაშინ ლობიზმი დაარეგულირეთო, რასაც ჩვენ ამ კანონის მთელი განხილვის პერიოდში ვამბობდით. ძალიან მოხარული ვარ, რომ ვენეციის კომისიაშიც იმავენაირად ფიქრობენ.
წლების განმავლობაში “ქართული ოცნება” ვენეციის კომისიას იშველიებდა და ამბობდა, ვენეციის კომისიამ ასე თქვაო. ახლა არ მოეწონათ და მათაც ებრძვიან. ზოგადად, მნიშვნელოვანი დასკვნა იყო და ბევრ კითხვაზე გაეცა პასუხი. ახლა მხოლოდ ჩემი, გირჩის ან ვინმეს პოზიცია კი არ იქნება, არამედ უკვე საერთაშორისო კომისიის მიერ აღიარებული და თუ “ქართული ოცნება” არ გაითვალისწინებს, მისთვის უარესი იქნება, თავისი დელეგიტიმაციის პროცესში, კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს". - ამბობს სანდრო რაქვიაშვილი.