რა გამოსააშკარავებელია, "ქართული ოცნება" და ხელისუფლება სავსეა რუსეთის აგენტებით, - პარტია "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია "რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
გვარამიას თქმით, ქართული მედიაც მუშაობს დიდი ხანია კონკრეტული პირების რუსულ კავშირებზე და კონკრეტული მტკიცებულებები ამ საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
„რა გამოსააშკარავებელია, სავსეა ქართული ოცნება და ხელისუფლება, რუსეთის აგენტებით, თუ იქნება კონკრეტული სახელები და გვარები, რაზეც ჩვენც გვაქვს ინფორმაციაც და ეჭვიც და ქართული მედია დიდი ხანია ამაზე მუშაობს, თქვენდა სასახელოდ უნდა ითქვას, და კონკრეტული მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, ეს გასაგები იქნება, თუმცა ახლა რომელიმე რუსეთის აგენტს, რომელიც ღიად რუსულ საქმეს აკეთებს, გული გაუსკდება ამის გამო, ეს არ მგონია, მაგრამ მხილება ყოველთვის მნიშვნელოვანია", - თქვა ნიკა გვარამიამ.
"რადიო თავისუფლების" თანახმად, აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია.
"ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, რუსი აგენტების გამოაშკარავება ისევე როგორც ჩინეთის გავლენის შემთხვევების გამოვლენა, საფუძველს გამოაცლის „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომლის თანახმად, ის ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს „უცხოური აგენტების“ კანონპროექტით", - წერს გამოცემა.