ემანუელ მაკრონ, ოლაფ შოლც ვწუხვარ, მაგრამ შორიდან, დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა ზიანს აყენებს ევროკავშირსაც და ქართველ ხალხსაც, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში წერს.
ევროპარლამენტარი ეხმიანება ორი ქვეყნის ლიდერის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას.
„ვწუხვარ, მაგრამ შორიდან, დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა ზიანს აყენებს ევროკავშირსაც და ქართველ ხალხსაც. ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოთ ლეთარგიული, როცა „ქართული ოცნება“ ძირს უთხრის დემოკრატიას და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს“, – წერს ლექსმანი.
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია: „საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული“.