მსახიობი ნატალია ყიფშიძე, რომელსაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან ამბობს, რომ აქციებზე მოქალაქეების მხრიდან კანონდარღვევის ფაქტი არ ყოფილა და მათ რეალურად, "ბრალს სამშობლოს სიყვარულში სდებენ".
ამასთან, ყიფშიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება სასამართლოებზე დაბარებით აქტივისტების დაშინებას ცდილობს.
მესიჯად მითხრეს, რომ 174 პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით მიბარებდნენ, მეტი არაფერი ვიცი. არ ვიცი რა მტკიცებულება აქვთ ან რომელ დღეზეა საუბარი, იმიტომ, რომ თვენახევარია უკვე, რაც აქციები მიმდინარეობს და ყოველ დღე აქტიურად ვართ ჩართული ამაში. არ ვიცი რას მედავებიან, რას ფიქრობენ, რომ დავაშავე, მაგრამ ყველაფერი აქციის განმავლობაში იყო კანონის ფარგლებში. როდესაც მარში გვქონდა და მოვდიოდით, ვიყავით ტროტუარზე. დარწმუნებული ვარ, რომ მეც და ეს 53 ადამიანიც უდანაშაულოები ვართ და უბრალოდ, ბრალი გვედება სამშობლოს სიყვარულში. დაშინების მცდელობაა, რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ ჩვენ, რაღაცნაირად მაგალითად წარმოგვაჩინონ, რომ არ უნდა გავაკეთოთ არაფერი და არ ვაპროტესტოთ ის, რაც ჩენ არ მიგვაჩნია სწორად, - განუცხადა ნატალია ყიფშიძემ ტვ პირველს.
დღეს, ნატალია ყიფშიძის სასამათრლო პროცესიც გადაიდო.